ანრი ოხანაშვილი – ,,ლელოზე”: გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ადამიანებმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას, თუმცა, მათ ბოლომდე ვერ დააღწიეს თავი „ნაცმოძრაობას”
“გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ადამიანებმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას, თუმცა, მათ ბოლომდე ვერ დააღწიეს თავი „ნაცმოძრაობას”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ,,ქრონიკასთან” განაცხადა.
ოხანაშვილი „ლელოს“ ინიციატივას გამოეხმაურა, სადაც ისინი 20 ივნისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
„არც „ქართული ოცნებისთვის“ და არც ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რაც უნდა საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. თუმცა, ალოგიკური გამოდის და შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ერთი მხრივ, ამბობდე და მოაწერო შეთანხმებას ხელი, რომ გადავფურცლოთ ეს რთული და მტკივნეული დღე და წავიდეთ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკური პარტიები ცივილური ოპონირების რეჟიმში და მეორე მხრივ, ამ ფურცელს ნახევრად შლიდე და და ამბობდე, რომ მე კი მოვაწერე ხელი, მაგრამ მაინც მსურს გარკვეული საკითხები გამოვიძიო. თუკი ამ დღის ამნისტირებაზე შევთანხმდით, ეს ნიშნავს, რომ უნდა გადავშალოთ ეს ფურცელი, დამატებითი ღია კარის დატოვება აქ ეწინააღმდეგება შეთანხმების სულისკვეთებას. ამიტომ, უნდა ჩამოყალიბდნენ. მათ აქვთ ვალდებულებები „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე, თუ არა. ჩვენ გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ადამიანებმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას, თუმცა, მათ ბოლომდე ვერ დააღწიეს თავი „ნაციონალური მოძრაობისგან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ლელომ“ 20 ივნისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.