კრემლი: ბაიდენი და პუტინი ჟენევაში 16 ივნისს შეხვდებიან
რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან.
ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
”მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 16 ივნისს ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან”, – ნათქვამია განცხადებაში.