CNN პუტინისა და ბაიდენის შეხვედრის ადგილსა და თარიღს ასაჯაროებს
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიუდენი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 15-16 ივნისს შვეიცარიაში შეხვდებიან.
ამის შესახებ CNN ორ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის პრეტენდენტ ქალაქებს შორის არჩევანი ჟენევაზე შეჩერდა.
მოსალოდნელია, რომ სამიტი იქნება ბაიდენის პირველი საერთაშორისო ტურნეს დასასრული.