ბოსნია-ჰერცოგოვინას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ბოსნია-ჰერცოგოვინას პრემიერმინისტრი, ზორან ტეგელტია საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისალოც წერილში ზორან ტეგელტიამ ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა დაადასტურა. „მინისტრთა საბჭოსა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ თქვენს ქვეყანას კეთილდღეობას.
ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ ჩემი რწმენა, რომ მეგობრული ურთიერთობები ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ”, – აღნიშნულია მისალოც წერილში.