შს მინისტრი აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ს) ატაშეს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ს) ატაშესთან – ჰეზერ ბერგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, ასევე, კიბერდანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით ჩატარებულ ერთობლივ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის. ვახტანგ გომელაურმა ატაშეს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მისი ხელშეწყობით კიდევ უფრო გაღრმავდება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.