აზერბაიჯანში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის – რესპუბლიკაში საკარანტინო ზომები სუსტდება

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკაში საკარანტინო ზომები შესუსტდება.​

კერძოდ, 31 მაისიდან მუშაობას განაახლებს ბაქოს მეტროპოლიტენი; განახლება სპორტდარბაზების მუშაობა; ასევე, ღია სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულება მოიხსნება.

31 მაისიდან  ქვეყნის რაიონებს შორის ავტობუსები განაახლებენ მუშაობას.

10 ივნისიდან კი ქვეყანაში გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და სანაპირო ზოლები.

10 ივნისიდან ფუნქციონირებას განაახლებენ მეჩეთები, თუმცა, გარკვეული შეზღუდვებითა და საკარანტინო ზომებით.

აზერბაიჯანში ბოლო ერთი კვირაა, რაც ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასე, მაგალითად, ბოლო 24 საათში მხოლოდ 156 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსი 424-მა პირმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები