ნათია თურნავა ,,ნამოხვანჰესზე”: ხელისუფლება მზადაა დიალოგისთვის, ეს, ცხადია, გაჭირდება ქუჩის, ბლოკირებისა და პარალიზების ფონზე
“ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ,,ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დიალოგი ქუჩაში გაჭირდება.
„ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, კონკრეტული საგნობრივი დიალოგისთვის პროექტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს დიალოგი არ უნდა გასცდეს თვითონ პროექტსა და ენერგეტიკის დარგზე საუბარს, არ უნდა გადავიდეს რადიკალიზმში. კვლავაც ვადასტურებ, რომ შექმნილია ძალიან კარგი საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს, უნდა განიხილებოდეს ექსპერტების თანდასწრებით. ეს არის ექსპერტთა საბჭოს შექმნის მოწოდება და ყველა კვლევის განხილვა, ეს არის საერთაშორისო მედიატორები და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორის ჩართულობის პლატფორმა. ასევე, ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი შტო მზად არის, რომ კონკრეტულად, სამუშაო ჯგუფებში, კონრეტულ ექსპერტებთან ერთად ნებისმიერი საკითხი განიხილოს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება ქუჩაში, ბლოკირებით, პარალიზებითა და ა.შ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.