ბელორუსის საჰაერო სივრცეში ფრენებზე, 25 მაისის მდგომარეობით, 9 ავიაკომპანიამ თქვა უარი.
აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც შესაბამისი მოწოდება ევროკავშირმა გააკეთა.
Flightradar24-ის ფრენების რუკაზე დროდადრო ბელორუსის სივრცეში რუსული თვითმფრინავები და იმ ქვეყნების საჰაერო ჰომალდები ჩნდება, რომლებსაც გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ.
დღესდღეობით ბელორუსის თავზე ფრენაზე უარი თქვეს: Air France (საფრანგეთი), Finnair (ფინეთი), SAS (შვედეთი), Avia Solutions (კვიპროსი), LOT (პოლონეთი), Wizzair (უნგრეთი), AirBaltic (ლატვია), KLM (ნიდერლანდები) და Lufthansa (გერმანია).