დიეგო კოლასი: ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა თუ შევა პარლამენტში, ვფიქრობ, ეს იქნება ძლიერი საქართველოს წინაპირობა

“კრიზისის დაწყებამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთელი ენერგია მიმართული იყოს იმისკენ, რომ ქვეყანა უკეთესად გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ეს გულისხმობს ძლიერ ოპოზიციას პარლამენტში”, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი აცხადებს.

მისივე თქმით, ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა თუ შევა პარლამენტში, ეს იქნება ძლიერი პარლამენტისა და ძლიერი საქართველოს წინაპირობა.

„კრიზისის დაწყებამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთელი ენერგია მიმართული იყოს იმისკენ, რომ ქვეყანა უკეთესად გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ეს გულისხმობს ძლიერ ოპოზიციას პარლამენტში. ძლიერი ოპოზიცია ქმნის ძლიერ დემოკრატიას და ძლიერ ხელისუფლებას. ამიტომ, ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა თუ შევა პარლამენტში, ვფიქრობ, ეს იქნება ძლიერი პარლამენტისა და ძლიერი საქართველოს წინაპირობა“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები