გუტერეში მსოფლიოს ახალი საგანგებო სიტუაციების გადაჭრის მომზადებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას, სასწრაფოდ შეიმუშაონ გლობალური გეგმა ვაქცინასთან თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და მოემზადონ ჯანმრთელობის სფეროში ახალი გლობალური საგანგებო სიტუაციებისთვის.

როგორც გუტერეშმა ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე თქვა, საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნა და სოლიდარობა.

”უნდა მოვემზადოთ ჯანდაცვაში შემდეგი საგანგებო სიტუაციებისთვის. მსოფლიოს სჭირდება უმაღლესი დონის პოლიტიკური ვალდებულება არსებული სისტემის გარდასაქმნელად, საერთაშორისო კოორდინირებული მიდგომით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობა და საზოგადოება”,- თქვა მან.

ამასთან, მისი თქმით, ცენტრალური ადგილი ”პანდემიისთვის გლობალურ მომზადებაში” ჯანმო-ს უჭირავს, რომელიც ”საჭიროებს მდგრად და პროგნოზირებად რესურსებს” და უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება ”შეასრულოს საჭირო საქმე, რომელიც მას მოეთხოვება”.

გუტერეშის განმარტებით, საჭიროა, შეიქმნას ”სამომავლო ჩარჩო საერთაშორისო თანამშრომლობისა და სოლიდარობისთვის”, აგრეთვე, იყოს უზრუნველყოფილი მდგრადი დაფინანსება და ეროვნულ დონეზე შეტყობინებების შესაძლებლობა ეპიდემიის პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების საკითხში.

მისი თქმით, COVID-19-ის პანდემია კაცობრიობისთვის ”გარდამტეხი წერტილი უნდა გახდეს”.

ის გამოვიდა მოწოდებით დაჩქარდეს გლობალური გეგმის შემუშავება “ვაქცინებზე, ტესტებსა და მკურნალობაზე სამართლიანი ხელმისაწვდომობისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები