ლუკაშენკოს განკარგულებით, ბელორუსში პირდაპირ ეთერში აქციების ჩვენება აიკრძალა

ალექსანდრე ლუკაშენკომ მედიის შესახებ კანონში რამდენიმე ცვლილება შეიტანა, რომელიც მასობრივი ღონისძიებების გაშუქებას ართულებს.

სააგენტო “ბელტა”-ს ინფორმაციით, ამიერიდან, ჟურნალისტებს ეკრძალებათ არასანქცირებული საპროტესტო აქციების გაშუქება პირდაპირ ეთერში, ასევე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე გამოკითხვების განთავსება.

გარდა ამისა, მოქალაქეებს ეკრძალებათ აქციის მონაწილეთა ჯარიმების გადასახდელად თანხის შეგროვება, საპროტესტო აქციების გასამართავად კი აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლებების ნებართვა.

კერძოდ, ახალი კანონის მიხედვით, იკრძალება მასობრივი ღონისძიებების გამართვა ადგილობრივი ხელისუფლებების ნებართვის გარეშე; საჯარიმო თანხის შეგროვება აქციაში მონაწილე პირთათვის; არასანქცირებული აქციების პირდაპირ ეთერში გაშუქება; სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, ჟურნალისტებს ეკრძალებათ აქციების ორგანიზება და მათში მონაწილეობა; მედიასაშუალებებს, ასევე, ჟურნალისტებს ეკრძალებათ სოციალურ-პოლიტიკურ თემებზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა სახელმწიფოსგან ნებართვის მიღების გარეშე; პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ეკრძალებათ აქციების გამართვისკენ მოწოდება, მათი ჩატარების ნებართვის მიღებამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები