ანრი ოხანაშვილი: ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდანაა შემუშავებული, არ ასახავს იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელსაც პარტიებმა მოაწერეს ხელი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდანაა შემუშავებული, არ ასახავს იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელსაც პარტიებმა მოაწერეს ხელი.

ოხანაშვილი ფიქრობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაურბიან.

„ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან არის შემუშავებული, არცერთ ასპექტში არ ასახავს იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რა შეთანხმებასაც პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს ხელი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას. შეიძლება, მათაც შეიცვალონ პოზიციები, ჩვენ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს დაუჭირონ მხარი და ერთად მივიღოთ ამნისტიის აქტი. თუმცა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაურბიან. როცა პოლიტიკურ დოკუმენტს აწერ ხელს და ამბობ, რომ ყველა დარღვევას შეეხოს და ეს ფურცელი გადაიშალოს, შემდეგ აინიცირებ კანონპროექტს, სადაც საუბარია ცალმხრივად ამნისტიაზე, რატომღაც, პოლიტიკური გამბედაობის ნაკლებობაა. მაქვს მოლოდინი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს დარჩება ამ შეთანხმების ერთგული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები