ბრაზილიის პრეზიდენტი პირბადის უქონლობის გამო დააჯარიმეს

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ შტატ მარანიაოში, ქალაქ ასაილანდიაში აქციაზე დიდი რაოდენობით ხალხის შეკრებისთვის და ამასთანავე პირბადის უქონლობის გამო დააჯარიმეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Infobae” ავრცელებს.

„ბოლსონარუმ არ შეასრულა პირბადის ტარების ვალდებულება და ხელი შეუწყო 100-ზე მეტი ადამიანის შეკრებას სანიტარული კონტროლის გარეშე“,- აცხადებენ შტატ მარანიანის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურში.

აქცია პრეზიდენტის მონაწილეობით მას შემდეგ შედგა, რაც რეგიონში პირველად დადასტურდა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის ექვსი შემთხვევა.

შეგახსნებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში 16 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, ხოლო 448 ადამიანზე მეტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები