კონგოში ვულკანი ნირაგონგო ამოიფრქვა (ვიდეო)

დემოკრატიულ რესპუბლიკა კონგოსა და რუანდას საზღვარზე ვულკანი ნირაგონგო ამოიფრქვა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “The New Times” ავრცელებს.

მათი ცნობით, აფეთქებები ვულკანის კრატერიდან ქალაქ რუბავადან და გომადანაც ჩანს. გომაში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. ქალაქში გოგირდის სუნიც იგრძნობა. ქალაქ გომას მოსახლეობა პანიკაშია და ისინი სახლებს ტოვებენ, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება მათ სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

უკანასკნელად, ნირაგონგო 2002 წელს ამოიფრქვა და ქალაქ გომაში 250 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 120 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები