ფიჯის სანაპიროსთან 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

წყნარი ოკეანის აკვატორიაში, ფიჯიდან 508 კილოემტრში 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგური სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 01:13 საათზე 10 კილომეტრის მიწის სიღრმეში დაფიქსირდა. მისი ინტენსივობა ეპიცენტრში შეფასებულია როგორც „დამანგრეველი“.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისგან გახდა ცნობილი, მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, ასევე არ არსებობს ცუნამის საშიშროება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები