სტომატოლოგიურ კლინიკებში ე.წ. მალხენი აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოვლინდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სტომატოლოგიურ კლინიკებში აზოტის ქვეჟანგის, ე.წ. მალხენი აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოავლინა.

რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ინჰალაციური ანესთეზიის გამოყენება იმ ექიმ-სტომატოლოგების მიერ ხდებოდა, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ.

ცნობისთვის, აზოტის ქვეჟანგი საქართველოს ბაზარზე რეგისტრირებული არ არის. ფარმაცევტული პროდუქტები დაილუქა და სტომატოლოგიურ კლინიკებს ჩამოერთვა.

უკანონო საექიმო საქმიანობისთვის 4 სტომატოლოგის საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები