ჰუბერტ ქნირშმა ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს მიმართა: ამაყი ვარ, რომ ჩვენ გვერდით იყავით
გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად დღეს ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართულ კონტინგენტს მიესალმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
ელჩმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა.
„თქვენ თქვენი ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების ძალიან კარგი წარმომადგენლები ხართ. ამაყი ვარ, რომ ჩვენ გვერდით იყავით,“- განაცხადა ელჩმა.
2015 წლის დასაწყისიდან ქართველი სამხედროები მათ გერმანელ თანამებრძოლებთან ერთად ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მსახურობდნენ. ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ 2021 წლის სექტემბერში დასრულდება.