მიხეილ სარჯველაძე: 26 მაისსა და 7 ნოემბერს ადგილი ჰქონდა მსხვილ სამართალდარღვევებს, ამის ამნისტირების საჭიროება არ არსებობს, ფუჭი შემოქმედებაა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე იაგო ხვიჩიას ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 26 მაისსა და 7 ნოემბერს ადგილი ჰქონდა მსხვილ სამართალდარღვევებს, რომლის ამნისტირების მიზეზი, რეალურად, არ არსებობს.
მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობას არავითარი წინაპირობა არ გააჩნია.
„არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რაღაც პოლარიზების ხარისხს განაპირობებდეს 26 მაისისა და 7 ნოემბრის შემთხვევები. იქ ადგილი ჰქონდა მართლაც მსხვილ სამართალდარღვევებს და ამის ამნისტირების რაიმე საჭიროება და მიზეზი რეალურად არ არსებობს. ვფიქრობ, ეს ფუჭი შემოქმედებაა ამ შემთხვევაში ჩვენი კოლეგების მხრიდან. ამას ნამდვილად არ გააჩნია არავითარი წინაპირობა. ზედმეტად ორიგინალური ინიციატივაა, რომ ამაზე სერიოზულად მუშაობის დაწყება ღირდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.