პალესტინელებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მთლიანად დასავლეთის სანაპიროზე მიმდინარეობს – სულ მცირე, 15 ადამიანია დაშავებული

დასავლეთ სანაპიროს სხვადასხვა ნაწილში ასობით პალესტინელსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს, – იუწყება “რია ნოვოსტ”-ი.

მედია იტყობინება, რომ შეტაკება მოჰყვა დასავლეთის სანაპიროზე დემონსტრაციასა და მსვლელობას.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პალესტინელებსა და პოლიციას შორის შეტაკება იერუსალიმში, ალ-აქსის მეჩეტთან მოხდა, რის შედეგადაც 15 ადამიანია დაშავებული.

ისრაელის პოლიციამ ცრემლსალდენი გაზიც გამოიყენა.

ისრაელის პოლიციის წარმომადგენლის, მაიკლ ზიგერმანის განცხადებით, ტაძრის მთაზე მასობრივი არეულობა ლოცვის შემდეგ დაიწყო, მომლოცველები პოლიციელებს ქვებს ესროდნენ.

ამასთან დაკავშირებით პოლიციას დაევალა „ტაძრის მთაზე წესრიგის აღსადგენად ასვლა, ასევე, მიეცეთ საშუალება ადამიანებს, რომლებიც არ მონაწილეობენ არეულობებში, მშვიდად დატოვონ ტერიტორია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები