გიორგი ცუცქირიძე: დღეს ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმებიდან ჩანს, რომ აშშ კიდევ უფრო აფართოებს თანამშრომლობის არეალს
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დღეს ხელმოწერილ საგრანტო შეთანხმებას თავის Facebook პოსტში ეხმაურება ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე.
„ქართული ოპოზიციის მოლოდინი საქართველოს ხელისუფლებისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე ჯერ კიდევ მარტში გაქარწყლდა, როდესაც აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საკითხის განხილვისას, ამერიკელ კანონმდებლებს არათუ სანქციებზე გადაკვრითაც კი არ უსაუბრიათ, არამედ ეჭქვეშაც არ დაუყენებიათ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია, ეუთო/ოდორ-ის დასკვნის საფუძველზე. პირიქით, ოპოზიციას ღიად მოუწოდეს პარლამენტში შესვლისაკენ, ხოლო თავად ბოიკოტი რუსულ ინტერესადაც კი მონათლეს. ამერიკული პოლიტიკის გაზრდილ მხარდაჭერას ადასტურებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ საგრანტო შეთანხმების ხელმოწერაც. ამ საგრანტო შეთანხმებიდანაც ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არა თუ საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, არამედ კიდევ უფრო აფართოებს თანამშრომლობის არეალს“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.