რა ნივთების ქურდობას ედავებიან საბერძნეთში დაკავებულ ქართველებს – მედია ფოტომასალას აქვეყნებს (ფოტო)
ადგილობრივი მედია ფოტომასალას აქვეყნებს, რომელიც, მათი მტკიცებით, ქართველი მძარცველებისგან მტკიცებულებებად ამოიღეს.
როგორც მედია წერს, საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა საბერძნეთში არაერთი საცხოვრებელი გაძარცვა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის გამოძიებულია ქურდობის 18 შემთხვევა – მოპარული ნივთების საერთო ღირებულება კი 190 ათას ევროს აჭარბებს.
დაკავებულთა უმრავლესობას, ასევე, ოფიციალური ცნობით, მსგავსი დანაშაულისთვის ბრალი ადრეც აქვთ წაყენებული.
დაკავებულები ძირითადად პაგრატის, კაისარიანისა და ზოგრაფუს რაიონებს ძარცვავდნენ. ჩხრეკისას ამოღებულია დიდი რაოდენობით სამკაულები, ვერცხლის ჭურჭელი, საათები, ბრენდირებული ტყავის ნაწარმი, ელექტრონული მოწყობილობები, ლეპტოპები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ალკოჰოლური სასმელი, მობილური ტელეფონები, ქვითრები, ფულადი გზავნილების ბარათები, ავტომობილები და თანხა.