სოჭისა და ადლერის გამოქვაბულებში ღამურებს ყველაზე საშიში კორონავირუსები აღმოაჩნდათ (ფოტო)

რუსმა მეცნიერებმა სოჭსა და ადლერის გამოქვაბულებში მყოფ ღამურებს ორი ახალი კორონავიურუსი გამოუვლინეს – ჰოსტა -1 და ჰოსტა -2, რომლებიც SARS-CoV-2- ის უახლოესი ნათესავები არიან.

რუსი მეცნიერების მტკიცებით, თეორიულად ახლადგამოვლენილი ვირუსები, ჩინურების მსგავსად, შესაძლოა ადამიანის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების წყარო გახდეს.

როგორც ექსპედიციის წევრმა, გამალეის ცენტრის ვირუსოლოგმა, რომელიც ბიოტექნოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელია სერგეი ალხოვსკიმ რუსულ მედიას განუცხადა, სულ დაახლოებით 50 ვირუსია ცნობილი, რომლებიც ძალიან ახლოს არიან SARS-თან და SARS-2-თან.

“ჩვენი ვირუსები გენეტიკურად ძალიან ახლოს არის მათთან. ჰოსტა-1-ის და ჰოსტა -2-ის გენეტიკური მსგავსება ჩინურ ვირუსებთან 85% -დან 95% -მდეა. ანუ, ეს არის კოვიდ 19-ის მსგავსი ვირუსები. მაგრამ, კოვიდ19-ის წყარო ჩინური ღამურებია”,- თქვა მან.

ექსპერტის თქმით, გამოქვაბულში ტურისტს შესაძლოა, კონტაქტი ჰქონდეს ამ ვირუსთან მისი მტვრის ჩასუნთქვით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ღამურას გამხმარ ინფიცირებულ ნაწილაკებს.

მისი თქმით, გარდა ამისა, ღამურები ხშირად ბინადრობენ საცხოვრებელი კორპუსების სხვენსა და სარდაფებში.

“შესაბამისად, მათი განავალი ძირს ეცემა, სადაც კიდევ ერთხელ, ადამიანებს ან შინაურ ცხოველებს შეუძლიათ მათთან კონტაქტი. რთულია იმაზე საუბარი, უნდა დაიხუროს თუ არა გამოქვაბულები ტურისტებისთვის, რადგან, ღირშესანიშნაობები, მაგრამ ამ ვითარების იგნორირება დაუშვებელია. არ ვიცი, რითი შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს. უნდა გავაგრძელოთ აღმოჩენილი კორონავირირუსების კვლევა”, – თქვა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები