კახა კუჭავა მეთორმეტეკლასელებს: დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი შესაძლებლობების რეალიზებას მაქსიმალურად შეძლებს და უდიდეს წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მეთორმეტეკლასელებს „ბოლო ზარს“ ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დასრულებას. ახალი ეტაპი, რომელიც ახლა თქვენს ცხოვრებაში იწყება, სრულიად განსხვავებული და საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი შესაძლებლობების რეალიზებას მაქსიმალურად შეძლებს და უდიდეს წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში – ჩვენის მხრივ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. წარმატებებს გისურვებთ“, – წერს კახა კუჭავა სოციალურ ქსელში.