რას ფიქრობს ზელენსკი პუტინზე – უკრაინის პრეზიდენტის პასუხი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას არ აქვს დრო, იფიქროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე. მისი თქმით, მხოლოდ მასთან შეხვედრაზე ფიქრობს ამა თუ იმ ფორმატში.

ამის შესახებ ზელენსკიმ პრეზიდენტობის ორი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

კითხვაზე, რას ფიქრობს ვლადიმერ პუტინზე, ზელენსკიმ თქვა: “არ მაქვს დრო, პრეზიდენტ პუტინზე ვიფიქრო, მხოლოდ მასთან შეხვედრაზე ვფიქრობ ამა თუ იმ ფორმატში, რომელმაც შეიძლება, ომი დაასრულოს. ამიტომ, ძალიან ფრთხილად ვეკიდები დახასიათებებს, რომლებმაც შესაძლოა, გამწვავება გამოიწვიოს”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლის ხელმძღვანლის შესახებ თავის მოსაზრებას მოგვიანებით გამოთქვამს.

”თუ ჩვენ ლოზუნგებით ვილაპარაკებთ, ესკალაციის შესაძლებლობას გავზრდით და თუ ეს მოხდება, თავს არ ვაპატიებ ამას. ჯერ უნდა დასრულდეს ომი, შემდეგ კი ვიტყვი, ვისზე რას ვფიქრობ”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები