ღაზას სექტორში სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 230-მდე გაიზარდა, მათ შორის 65 ბავშვია

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ბოლოდროინდელი ესკალაციის შედეგად, ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 230-მდეა გაზრდილი, მათ შორის 65 ბავშვია, 39 ქალი და 17 ხანდაზმული.

ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე, აღინიშნება, რომ 1710 ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო.

რაც შეეხება კონფლიქტის ზონაში დღეს არსებულ ვითარებაზე, ბოლო ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის არმიამ “ჰამასის” ერთ-ერთ გვირაბზე მიიტანა სარაკეტო იერიში.

აღინიშნება, რომ ობიექტი ქალაქ ვეით-ხანუნში მდებარეობდა. ასევე, იერიშია მიტანილი “ჰამასის” სარაკეტო დანადგარებზე, რომლებიც ჩრდილოეთით, ჯაბალიას რაიონშია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები