საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან – 6 დასახლებული პუნქტიდან ხალხია ევაკუირებული

საბერძნეთის სამხრეთით მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან, რომლის ქრობაში სატვირთოები და 21 თვითმფრინავია ჩართული.

Reuters-ი წერს, რომ ამ დროისთვის 6 სოფლიდან ხალხია ევაკუირებული.

აღინიშნება, რომ ხანძრები გუშინ საღამოს პელოპონესის პატარა ზღვისპირა კურორტზე გაჩნდა, ათენიდან დაახლოებით 90 კილომეტრში.

გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

ასევე, არ არის ინფორმაცია სახლების დაზიანების შესახებაც, რომელთა უმეტესობა დასვენების ადგილია და ამ პერიოდში დასახლებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები