WSJ: ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21 მაისს ამოქმედდება

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შესაძლოა, უკვე ხვალ, 21 მაისს ამოქმედდეს.

ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ამერიკულ და უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეგვიპტის ხელისუფლებამ “ჰამასთან” მოლაპარაკებაში პროგრესს მიაღწია.

ამავე დროს, გამოცემის წყაროები მიუთითებენ, რომ ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლები კერძო საუბრებში ამბობენ, რომ ისრაელი “საკუთარ მიზნებს უახლოვდება”.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციითვე, იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მიმდინარე კვირას უნდა ამოქმედდეს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ემხრობიან.

მანამდე, მოძრაობა “ფათჰის” ცენტრალური კომიტეტის აღმასრულებელმა მდივანმა, ჯიბრილ რაჟუბმა განაცხადა, რომ “ჰამასის” მოძრაობასა და ისრაელის ხელისუფლებას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეიძლება, მიღწეულ იქნას 24 საათის განმავლობაში.

თავის მხრივ, გამოცემა Axios ისრაელის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ისრაელს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება სამხედრო ოპერაციის დასასრულებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები