ენტონი ფაუჩი: იმუნიტეტის გამაძლიერებელი ვაქცინა დაგვჭირდება

„ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინის ეფექტურობის ხანგრძლივობა, სულ მცირე, ექვსი თვეა და, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვაქცინაციიდან დაახლოებით ერთ წელიწადში იმუნიტეტის გამაძლიერებელი ვაქცინა დაგვჭირდება“, – აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა, უგურ საჰინმა განაცხადა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით სრულად აცრიდან 9-12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება გახდება საჭირო. უგურ საჰინის განმარტებით, უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ დროთა განმავლობაში იმუნიტეტი მცირდება და საჭიროა მისი მესამე დოზით გააქტიურება. „იმუნიტეტის გასძლიერებლად მესამე დოზა დაგვჭირდება, რათა მისი მაჩვენებელი 100%-მდე მივიყვანოთ“, – აღნიშნა კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები