მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 12%-ით იკლო

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, 12%-ით, ხოლო ლეტალური შემთხვევების რიცხვი 5%-ით შემცირდა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ 10-16 მაისის პერიოდში მსოფლიოში ინფიცირების 4 809 520 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 85 975 ადამიანი ემსხვერპლა.

10-16 მაისის პერიოდში დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ით გაიზარდა მაშინ, როდესაც ევროპაში 26%-ით შემცირდა, კლების ტენდენციაა ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 22%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 12%-ით; აფრიკაში 4%-ით; ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 3%-ით;

სიკვდილიანობა გაზრდილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 7%-ით და დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 4%-ით; მაგრამ შემცირებულია ევროპაში 16%-ით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 16%-ით, აფრიკაში 9%-ით, ასევე, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში 7%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები