დავით სერგეენკო: სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის წერილი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია და ასახავს იმ რეალობას, რაც ბოლო პერიოდშია
პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილად აფასებს.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ეს წერილი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია და ასახავს იმ რეალობას, რაც ბოლო პერიოდშია.
კერძოდ, მოხდა პოლიტიკური შეთანხმება იმისათვის, რომ რეფორმები მკაფიოდ იყოს გაწერილი. მეორე მხრივ, ევროკავშირმა დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა.
უფრო მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელშია და გზავნილები, შეხვედრების შედეგები იყო პოზიტიური – ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რაც ჩვენი მთავარი არჩევანია“, – განაცხადა სერგეენკომ.
,,საქართველოს მომავალი ევროპულია” – ამ სათაურით „ევრონიუსი“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას აქვეყნებს.