შალვა პაპუაშვილი: არსებული რეგულაციით, “პატრიოტთა ალიანსს” საერთოდ არ ეკუთვნის ადგილი ცესკო-ში

“არსებული რეგულაციით, “პატრიოტთა ალიანსს” საერთოდ არ ეკუთვნის ადგილი ცესკო-ში”, – ასე ეხმაურება განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, დღეს არსებობს წესი – ვისაც ფრაქცია აქვს, მას ეკუთვნის ადგილი ცესკო-ში

“დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, “ქართულ ოცნებას” ცესკო-ში 3 ადგილი ეკუთვნის და 3 ადგილი ეკუთვნის ოპოზიციურ პარტიებს. მაგალითად, “ლელოს”, პოტენციურად “ნაციონალურ მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს”. არსებული რეგულაციით, “პატრიოტთა ალიანსს” საერთოდ არ ეკუთვნის ადგილი ცესკო-ში. დღეს არსებობს წესი, ვისაც ფრაქცია აქვს, მას ეკუთვნის ადგილი ცესკო-ში. ვმუშაობთ ცესკოს ახალ დაკომპლექტებასა და ახლებურ წესზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას ეფუძნება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა “რუსთავის ორის” ეთერში საუბრისას.

ირმა ინაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო კომისიებში წევრი ეკუთვნის, ირაკლი კობახიძე კი მის წართმევას ფრიდონ ინჯიას გამოყენებით ცდილობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები