სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი: ქართველებმა დაინახეს, რომ ისინი მარტო არ იყვნენ კრიზისის დაძლევაში, დღემდე ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია
ქართველებმა დაინახეს, რომ ისინი მარტო არ იყვნენ კრიზისის დაძლევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ერთობლივ სტატიაშია ნათქვამი.
როგორც ზურაბიშვილი და მიშელი აღნიშნავენ, ევროკავშირს შეუძლია დაეყრდნოს სტაბილურ, ძლიერად პროევროპულ პარტნიორს იმ რეგიონში, რომელიც აუცილებელია ევროპის ღირებულებებისთვის.
„ქართველებმა დაინახეს, რომ ისინი მარტო არ იყვნენ კრიზისის დაძლევაში. დღემდე ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია 200-ზე მეტი კონკრეტული პროექტითა და 500 მილიონი ევროს ბიუჯეტით. ევროპის საინვესტიციო ბანკმა განახორციელა დაახლოებით 1,85 მილიარდი ევროს ინვესტირება ეკონომიკის განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში. ევროპიდან უფრო ხელშესახები მხარდაჭერა იქნება. ხელშეკრულება სახელწოდებით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
ევროკავშირს შეუძლია დაეყრდნოს სტაბილურ, ძლიერად პროევროპულ პარტნიორს იმ რეგიონში, რომელიც აუცილებელია ევროპის ღირებულებებისთვის, უსაფრთხოებისა და ურთიერთქმედებებისთვის. იმ პერიოდში, როდესაც ხდება რეგიონალური ლანდშაფტის ფორმირება, საქართველოს მნიშვნელობა უფრო იზრდება, ვიდრე ოდესმე,”- ნათქვამია სტატიაში.
სალომე ზურაბიშვილი, შარლ მიშელი, პოლიტიკასალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი: ქართველებმა დაინახეს, რომ ისინი მარტო არ იყვნენ კრიზისის დაძლევაში, დღემდე ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია
ქართველებმა დაინახეს, რომ ისინი მარტო არ იყვნენ კრიზისის დაძლევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ერთობლივ სტატიაშია ნათქვამი.
როგორც ზურაბიშვილი და მიშელი აღნიშნავენ, ევროკავშირს შეუძლია დაეყრდნოს სტაბილურ, ძლიერად პროევროპულ პარტნიორს იმ რეგიონში, რომელიც აუცილებელია ევროპის ღირებულებებისთვის.
„ქართველებმა დაინახეს, რომ ისინი მარტო არ იყვნენ კრიზისის დაძლევაში. დღემდე ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია 200-ზე მეტი კონკრეტული პროექტითა და 500 მილიონი ევროს ბიუჯეტით. ევროპის საინვესტიციო ბანკმა განახორციელა დაახლოებით 1,85 მილიარდი ევროს ინვესტირება ეკონომიკის განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში. ევროპიდან უფრო ხელშესახები მხარდაჭერა იქნება. ხელშეკრულება სახელწოდებით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
ევროკავშირს შეუძლია დაეყრდნოს სტაბილურ, ძლიერად პროევროპულ პარტნიორს იმ რეგიონში, რომელიც აუცილებელია ევროპის ღირებულებებისთვის, უსაფრთხოებისა და ურთიერთქმედებებისთვის. იმ პერიოდში, როდესაც ხდება რეგიონალური ლანდშაფტის ფორმირება, საქართველოს მნიშვნელობა უფრო იზრდება, ვიდრე ოდესმე,” – ნათქვამია სტატიაში.