საფრანგეთში ე.წ. კომენდანტის საათი შეასუსტეს – გაიხსნა რესტორნები, მუზეუმები

საფრანგეთში დღეიდან კორონავირუსული შეზღუდვების შესუსტების მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც გულისხმობს ე.წ.კომენდანტის საათის შესუსტებას, კაფეების ამუშავებას, ღია ტერასებზე.

ამის შესახებ The Local-ი წერს.

ბარები, კაფეები და რესტორნები, დღეიდან საზაფხულო ტერასებზე მიიღებენ სტუმრებს.

ქვეყანაში კვების ყველა ობიექტი ოქტომბრის შემდეგ არის დაკეტილი და მხოლოდ გატანაზე მუშაობდნენ. ამასთან, იმუშავებს წესები, რომლის მიხედვით, ერთ მაგიდასთან მხოლოდ 6 ადამიანი უნდა განთავსდეს.

ამიერიდან, ე.წ. კომენდანტის საათი ორი საათით გვიან, 21:00 საათიდან – დილის 06:00 საათამდე იქნება ძალაში.

საფრანგეთში მაღაზიები, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც მეორე ხარისხოვანი, 3 აპრილიდან დაიხურა, თუმცა დღეიდან ისინი განაახლებენ მუშაობას, თუმცა კლიენტების მკაცრი რეგულირებით.

მუზეუმები, კინოთეატრები, თეატრები და სხვა კულტურული ძეგლები ასევე გაიხსნება კვადრატულ მეტრზე ადამიანთა რაოდენობის შეზღუდვით. მუზეუმებისა და ტურისტული ადგილების უმეტესობა ფუნქციონირებს მხოლოდ წინასწარ დაჯავშნილი ბილეთებით.

ასევე დაიშვება ღია ცის ქვეშ სპორტით დაკავება. სტადიონებს შეუძლიათ მაყურებლის მიღება ოღონდ დახურულ სივრცეებში 800 ადამიანის ლიმიტით, ხოლო გარე პერიმეტრზე ათასი ადამიანით.

საზოგადოებრივ ადგილებში ნებადართულია 10-მდე ადამიანის შეკრება (ამჟამად 6 ადამიანია ნებადართული).

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ტურისტებს (გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეის, ისრაელის, იაპონიისა და სინგაპურის გარდა) ქვეყანაში შესვლა კვლავ ექნებათ აკრძალული.

ასევე, ძალაში რჩება პირბადის ტარების რეჟიმი, რომლის დაუცველობა 135 ევროს ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები