ონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მინდინარეობს

ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტში წააქცია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები.

შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო კომისია, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
პარალელურ რეჟიმში დაწყებულია საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები.

რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, მოადგილეებსა და ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონებში იმყოფებოდა.

რწმუნებული ადგილზე გაეცნო სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო კომისიის მუშაობას და გაესაუბრა დაზარალებულ მოსახლეობას.
რეგიონის და ადგილობრივი ხელმძღვანელობის თქმით, დაგეგმილი და მიმდინარე სამუშაოები იქნება მაქსიმალურად მოკლე პერიოდში დასრულებული, ასევე, მოხდება, უხვი ნალექის შემთხვევაში, დამატებითი ზარალის თავიდან არიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები