ირაკლი შოთაძე და პროკურატურის თანამშრომლები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ
საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში აიცრა.
გენერალურ პროკურორთან ერთად, მისი მოადგილეები და პროკურატურის სხვა თანამშრომლები აიცრნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება და პროკურატურის თანამშრომლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ეტაპობრივად აიცრებიან.