“უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა” – კახა კალაძე “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

თბილისის მერი, კახა კალაძე დღეს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

“უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. დღეს ,,სინოფარმით“ ავიცერი ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში”, – წერს კალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები