აშშ-ში განაცხადეს, რომ ავღანეთიდან უკვე ჯარის 13-20% გაიყვანეს

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარის 13-20% გამოიყვანა.

ინფორმაცია სარდლობის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

აშშ-ივს ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ პირველი მაისისთვის დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება ავღანეთიდან ჯარების გაყვანა მოკავშირეებთან კოორდინაციით.

2020 წელს დოჰაში შეერთებულმა შტატებმა და “თალიბანმა” ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან უცხოური ჯარის გაყვანასა და პატიმართა გაცვლის შემდეგ დიალოგის დაწყებას. პროცესი პირველი მაისისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, თეთრი სახლის ახალმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჯარის გაყვანას 11 სექტემბრისთვის დაასრულებს, რაც იქნება სიმბოლურიც, რადგან ავღანეთში სამხედროების შეყვანა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები