ალუდა ღუდუშაური: დმანისის მოვლენებზე ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან ნაადრევი შეფასებები გაკეთდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, დმანისის მოვლენებზე ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან ნაადრევი შეფასებები გაკეთდა.

ღუდუშაურმა ყველას მოუწოდა, რომ დმანისის მოვლენების ნაჩქარევი შეფასებებისგან თავი შეიკავონ.

„ნაადრევად მიმაჩნია დმანისის მოვლენებზე ის შეფასებები, რომლებიც ცალკეული ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა. ვისაც არ აქვს ასეთი საპოლიციო ოპერაციის ჩატარებისა და მასში მონაწილეობის გამოცდილება, ვთხოვდი და ვუსურვებდი, რომ, ამ ეტაპზე მაინც, ნაადრევი დასკვნებისგან თავი შეიკავონ“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

დმანისში კონფლიქტი ამოწურულია და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები