რუსეთმა შესაძლოა, არამეგობრული ქვეყნების სია გააფართოოს

“არამეგობრული ქვეყნების სიის გაფართოება შესაძლებელია, თუმცა, მოსკოვს არ სურს, რომ ჩამონათვალი უსასრულო გახდეს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა.

“არამეგობრული ქვეყნების სია შეიძლება, გაფართოვდეს, თუმცა, არ გვსურს, რომ ჩამონათვალი უსასრულო გახდეს. ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, ყველაზე ზღვარგადასული პოზიცია ჩვენთან დაპირისპირებაში ვაშინგტონმა და პრაღამ დაიკავეს. რასაც ვხედავთ მთავრობის შესაბამის განკარგულებაში – ეს არის რეალური ვითარების ასახვა. აქ არ არის რიტორიკის ელემენტი”, – თქვა მან.

გასულ კვირას, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, არამეგობრული ქვეყნების სიაში აშშ და ჩეხეთი შეიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ აპრილის ბოლოს რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სიაში შესაძლოა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, ბრიტანეთი, ჩეხეთი და აშშ შევიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები