დავით სერგეენკო: დედაქალაქის მერობის კანდიდატზე კონსულტაციები ჯერ გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის

“დედაქალაქის მერობის კანდიდატზე კონსულტაციები ჯერ გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღება.

„ვაცნობიერებ საზოგადოების მაღალ ინტერესს, რომ იცოდეს, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ასეთი გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღება“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები