“თუ ერთი ბოთლი ლუდის ნისიად გაცემას ამხელა დაპირისპირება მოჰყვა, აშკარად ჩანს, რომ არის ელემენტარული მიზეზი აგორებული” – დმანისში ვითარება კვლავ დაძაბულია
“რა თქმა უნდა, დაპირისპირება არავის აწყობს. ყველას უნდა მშვიდობა. ამდენი წელია, აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ერთად ვცხოვრობთ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს”, – ამის შესახებ დმანისის ერთ-ერთი მკვიდრი ადგილზე განვითარებულ დაპირისპირებაზე საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, თუ დაპირისპირება ერთი ბოთლი ლუდის ნისიად გაცემას უკავშირდება, ეს არის ელემენტარული მიზეზი.
“რა თქმა უნდა, დაპირისპირება არავის აწყობს. ყველას უნდა მშვიდობა. მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება. ამდენი წელია, აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ერთად ვცხოვრობთ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, და-ძმასავით ვართ ერთმანეთში. კარგი ურთიერთობები გვაქვს. უბრალოდ, ახლა ერთი ბოთლი ლუდის ნისიად გაცემას თუ ამხელა დაპირისპირება მოჰყვა, აშკარად ჩანს, რომ ეს არის ელემენტარული მიზეზი აგორებული, რასაც მერე დაპირისპირება უნდა მოჰყვეს”, – აცხადებს ადგილობრივი.
დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ დაიძაბა.
ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.