ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში” გადაიყვანეს. ჩატარებული კვლევების საფუძველზე ერთ პაციენტს ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკა დატოვა, ორი კი, მამა-შვილი, 35 წლის მამაკაცი და 13 წლის გოგონა სტაციონარში მოათავსეს. კლინიკის ნეიროქირურგის, კახა ფაცინაშვილის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.