თამთა მეგრელიშვილი: ფონდ ,,ქართუ”-ს 2002-2020 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები აქვს დაფინანსებული
“ფონდ ,,ქართუ”-ს 2002-2020 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები აქვს დაფინანსებული”, – ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოზურგეთის თეატრი ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერაა, რომელიც ფონდ „ქართუ”-ს მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტის ფარგლებში გადარჩა და აღდგა.
,,საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუ’’-ს 2002-2020 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 13 თეატრის სარესტავრციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები აქვს დაფინანსებული.
რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, დუმბაძის, გრიბოედოვის, გაბრიაძის, თავისუფალი თეატრის, თბილისის სომხური თეატრის, ოპერისა და ბალეტის თეატრის, ბათუმის, სენაკის, ზუგდიდის, ოზურგეთის თეატრების სარესტავრაციო სამუშაოები.
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერაა რომელიც ფონდი „ქართუს“ მიერ
განხორციელებული მასშტაბური პროექტის ფარგლებში გადარჩა და აღდგა!
პროექტის ბიუჯეტმა შედგინა 24 187 660.00 ლარი.
სრულად აღდგა თეატრი.
განახლდა თეატრის სრული ტექნიკური აჭურვილობა, მოეწყო დიდი და მცირე სცენის თანამედროვე მექანიზაციის, განათების და გახმოვანების სისტემები.
სრულად გარემონტდა თეატრის დიდი და მცირე სცენა, სარეპეტიციო ოთახები, გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, რადიო თეატრი, მოეწყო სამუზეუმო სივრცე და სხვა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრი აღჭურვილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით; თეატრი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
დღეს ახლადრეაბილიტირებულ შენობაში, 4-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, 153-ე სეზონს დასი გახსნის ნოდარ დუმბაძის მოთხრობებზე შექმნილი სპექტაკლის პრემიერით – „მონატრება – ნუ გააღვიძებ“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.