ნათია თურნავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს ძლიერი რეგიონები და ნებისმიერ სოფელში იყოს ისეთივე ხარისხის ინფრასტრუქტურა, როგორიც გვაქვს დიდ ქალაქებში

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს ძალიან ძლიერი რეგიონები და ნებისმიერ სოფელში იყოს ისეთივე ხარისხის ინფრასტრუქტურა, როგორიც გვაქვს დიდ ქალაქებში”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გურიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი მთელ საქართველოში 1000-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს ძალიან ძლიერი რეგიონები და ნებისმიერ სოფელში იყოს ისეთივე ხარისხის ინფრასტრუქტურა, როგორიც გვაქვს დიდ ქალაქებში. მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენი სოფლები განვითარდეს. ის სოფლები, რომლებიც დაცილებულია ურბანულ ცენტრებს და ჯერ არა აქვთ მაღალი ხარისხის ინტერნეტი, მიიღებს წვდომას ოპტიკურ-ბოჭკოვან, ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება: პირველ ყოვლისა, ჩვენი ამოცანაა ციფრული თანასწორობის დამკვიდრება ქალაქსა და სოფელს შორის – მაღალი ხარისხის ინტერნეტი ყველგან. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები