კახა კახიშვილი: უნდა არსებობდეს მექანიზმი, მაჟორიტარმა დეპუტატმა უფლებამოსილება ისე შეასრულოს, რომ მოსახლეობის პრობლემები დროულად მოგვარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახა კახიშვილის განცხადებით, მაჟორიტარ დეპუტატებს მოსახლეობის პრობლემებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმი უნდა ჰქონდეთ.

მისივე თქმით, მაჟორიტარმა ისე უნდა შეასრულოს უფლებამოსილება, რომ მოსახლეობის მხრიდან კითხვები არ იყოს.

„რამდენიმე სესიის წინ გთხოვეთ, უმრავლესობის ფორმატში გვესაუბრა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელიც მაჟორიტარებთან იქნება პირდაპირ კონტაქტზე, რათა საკითხები, რომლებიც მომდინარეობს მოსახლეობიდან შეხვედრების შედეგად, დროულად და ოპერატიულად ყოფილიყო გადაჭრილი. ფაქტობრივად, ჩვენ, ერთი მხრივ, შევკვეცეთ მაჟორიტარების რაოდენობა. რამდენადაც ვიცი, ახლა აპირებთ თვითმმართველობის არჩევნებზეც ამის შეკვეცას. მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა მაჟორიტარებზე უფრო მეტია, შესაბამისად, რაღაც მექანიზმი უნდა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ მაჟორიტარმა შეძლოს და შეასრულოს საკუთარი უფლებამოსილება ისე, რომ უბრალოდ კითხვები არ იყოს მოსახლეობის მხრიდან“, – განაცხადა კახიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები