დავით სერგეენკო: პარლამენტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ მასში წარმოდგენილი იყოს ოპოზიცია და მთელი ეს ექვსი თვე ამას გავიძახით ყველა – შემოდით
“პარლამენტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ მასში წარმოდგენილი იყოს ოპოზიცია და მთელი ეს ექვსი თვე ამას გავიძახით ყველა – შემოდით”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკოს თქმით, პარლამენტის გამართულ მუშაობას სჭირდება ოპოზიციის ყოფნა.
„არცერთი ინსტიტუცია აღარ დარჩა, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობისთვის” ძალიან ხისტად არ მოეწოდებინა, რომ პარლამენტში შევიდნენ. ზოგადად, პარლამენტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ მასში წარმოდგენილი იყოს ოპოზიცია და მთელი ეს ექვსი თვე ამას გავიძახით ყველა – შემოდით, არა იმიტომ, რომ ამ ხალხის პოლიტიკური პაემანი გვსიამოვნებს, არამედ იმისთვის, რომ პარლამენტის გამართულ მუშაობას სჭირდება ოპოზიციის ყოფნა“, – განაცხადა სერგეენკომ.