გივი მიქანაძე: გაოცებული ვარ, ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებდით, რომ არჩევნები გაყალბდა, დღეს გვეუბნებით, რა საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა

“სიმართლე გითხრათ, გაოცებული და გაკვირვებული ვარ. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მეშვიდე თვეა ამტკიცებდით, რომ არჩევნები გაყალბდა, დღეს გვეუბნებით, რა საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნაო”,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ​ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნებს დღესაც გაყალბებულად მიიჩნევენ, კომისიის მუშაობაში უნდა ჩაერთონ.

“სიმართლე გითხრათ, გაოცებული და გაკვირვებული ვარ. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მეშვიდე თვეა ამტკიცებდით, რომ არჩევნები ისე გაყალბდა, შეუძლებელია ამ ქვეყანაში რაიმე პროგრესზე იყოს საუბარი და მთელ საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში დილიდან საღამომდე ათასგვარ გზავნილს უგზავნიდით და ამაში არწმუნებდით, თუმცა, დღეს გვეუბნებით, რა საჭიროა ამ კომისიის შექმნაო. ამის საფუძვლად მოგყავთ შარლ მიშელის დოკუმენტი. შარლ მიშელის დოკუმენტი ამ კომისიის საქმიანობასთან არაფერ შუაშია. არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ამ კომისიის საქმიანობა შარლ მიშელის დოკუმენტთან. ნუთუ ფიქრობთ, რომ 6 თვე შეიძლება საზოგადოებას დილიდან საღამომდე ეძახოთ, არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლება არალეგიტიმური გვყავს და უცებ ერთ დღეს თქვათ, რომ აღარც კომისია გვინდა, აღარც არაფერი და საზოგადოება გაურკვევლობაში დავტოვოთ. თუ დღესაც ხედავთ იმ გარემოებებს, რომ ეს არჩევნები გაყალბებული იყო და მასობრივ, უხეშ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, მობრძანდით ამ კომისიაში, წარმოადგინეთ მტკიცებულებები, ჩაერთეთ ამ კომისიის საქმიანობაში“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები