ანრი ოხანაშვილი: ნიკა მელია არის ამნისტიაზე დამოკიდებული და ნუ ჰგონია, რომ მის გარშემო დედამიწა და „ქართული ოცნება“ ტრიალებს
“ისეთი ამნისტიის აქტი უნდა მივიღოთ, რომელიც ყველა პარტიას შესაძლებლობას მისცემს, თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადავიდნენ და უარი თქვან რადიკალიზაციასა და ესკალაციაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელია არის ამნისტიაზე დამოკიდებული და იმ პოლიტიკურ დოკუმენტზე, რომელიც შარლ მიშელის ჩართულობით შედგა.
„ქართულის ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შარლ მიშელის ჩართულობით დადებული შეთანხმების სულისკვეთებას სრულად ასახავს. ისეთი ამნისტიის აქტი უნდა მივიღოთ, რომელიც ყველა პარტიას შესაძლებლობას მისცემს თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადავიდნენ და უარი თქვან რადიკალიზაციასა და ესკალაციაზე. ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, დაინიცირდა ის პროექტი, რომელმაც ადამიანების ბედით მანიპულაციის შესაძლებლობა არცერთ პარტიას არ უნდა მისცეს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს 20 ივნისით პოლიტიკური კინკლაობა და სპეკულაცია. არ არის მარტივი, ვაპატიოთ, ვინც რა ჩაიდინა და დავიწყოთ სხვა პოლიტიკური თანამშრომლობა. რაც შეეხება ნიკა მელიას აზრს, მას ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ნუ ჰგონია, რომ მის გარშემო დედამიწა და „ქართული ოცნება“ ტრიალებს. ის არის ამნისტიაზე დამოკიდებული და იმ პოლიტიკურ დოკუმენტზე, რომელიც შარლ მიშელის ჩართულობით შედგა. ეს არა ნიკა მელიას, არამედ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის კეთდება და იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აღებული პასუხისმგებლობა დაიცვან. ასევე ჩვენი საზოგადოების დაკვეთა – არა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.