სალომე სამადაშვილი: მესმის, რომ ძალიან რთული მდგომარეობა შეექმნა „ქართულ ოცნებას“ – მოგიწიათ ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლება

დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შარლ მიშელის დოკუმენტი შეახსენა.

მისივე თქმით, დოკუმენტში ჩადებულია ის ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაშია მისაღები.

„ბატონ ზარქუას მინდა, მივმართო, დამშვიდდით, თუ შეიძლება. მესმის, რომ ძალიან რთული მდგომარეობა შეექმნა „ქართულ ოცნებას“. მოგიწიათ ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლება. წინა სხდომაზე მე ამ პარლამენტიდან მივესალმე გათავისუფლებულ გიორგი რურუას, დღეს მივესალმები ნიკა მელიას გათავისუფლებულს.

ბატონ პაპუაშვილს მინდა, ვუთხრა – მიშელის დოკუმენტი ძალიან კარგად წაიკითხეთ კიდევ ერთხელ და მერე მოუსმინეთ იმ გზავნილებს, რომელსაც დღეს აჟღერებენ ვაშინგტონსა და ბრიუსელში. მომესმა ბატონი პაპუაშვილისგან თუ რაღაც მცდელობები გაქვთ, გამოაცხადოთ, რომ მიშელის დოკუმენტი კარგია, მაგრამ ჩვენ თურმე აქ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონებს უნდა მივხედოთ, ხომ არ შეგახსენოთ ახლა, საიდან გაჩნდა საერთოდ მიშელის დოკუმენტი დღის წესრიგში, გინდათ, შეგახსენოთ?! 8 მარტის შეთანხმება გახსოვთ, რომელიც არ შეასრულეთ?! 8 მარტის შეთანხმება რატომ მოხდა, ეგებ, ეგეც შეგახსენოთ, პროპორციულ სისტემაზე რომ მოატყუეთ მთელი მსოფლიო, საზოგადოება და მერე მიიღეთ არჩევნები, რომლის პოლიტიკური შედეგები დღესაც ამ ქვეყანას აზანზარებს. ასე რომ, მიშელის დოკუმენტი რაღაც კი არ არის, მიშელის დოკუმენტში ჩადებული არის ის ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაში უნდა მივიღოთ, ის ცვლილებები, რომლებიც კანონმდებლობაში უნდა მივიღოთ, რომ თქვენ, ჩემო ბატონებო და ქალბატონებო, ვეღარასოდეს ვერ ჩაატაროთ ისეთი არჩევნები, როგორიც ჩაატარეთ ოქტომბერში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები