ალეკო ელისაშვილი: ინფორმაცია მაქვს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტებზე კაჭრეთში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის იყო საუბარი, რამდენადაც ვიცი, პოზიციები შერბილდა
„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ინფორმაცია აქვს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტებზე უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მსჯელობა იყო და პოზიციები შერბილდა
მისი თქმით, არის შესაძლებლობა, რომ დაახლოვდეს პოზიციები.
„ინფორმაცია მაქვს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტებზე კაჭრეთში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობისას იყო საუბარი. საკმაოდ კონსტრუქციული მსჯელობა იყო და, რამდენადაც ვიცი, პოზიციები ბოლომდე არ დაახლოვდა, მაგრამ შერბილდა. რომელმა ვის ჩაუპაჭუნა თვალი, არ ვიცი, მაგრამ არის შესაძლებლობა, რომ დაახლოვდეს პოზიციები. პრინციპები არის მთავარი, რომელიც ორივე დოკუმენტში არის ერთნაირი, დანარჩენი – ქოთანს ყურს საიდანაც გინდა, მოაბამ და შეგვიძლია, ეს ყური ორივე მხრიდან მოვაბათ“, – განაცხადა ელისაშვილმა.